გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
11-02-2026 - 18-03-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

Oktopus Fitness Club


პასუხისმგებლობები:
• ინდივიდუალურ და კორპორატიულ მომხმარებლებთან მოლაპარაკება კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე;
• გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცებული გეგმის განხორციელება;
• კონკურენტული აქციების დაგეგმვა გაყიდვების სტიმულირებისთვის და მათი განხორციელების კონტროლი ექსელში;
• ახალი მომხმარებლების ონბორდინგის პროცესის მართვა;
• კორპორატიულ კომპანიებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნება და განვითარება;
• კომპანიაში არსებული ლიდების ანალიტიკა;
• მენეჯმენტთან თვის შედეგების გავლა;
 
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:
ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტის უნარი;
• ანალიტიკური აზროვნება,
• მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
• დახვეწილი მეტყველების უნარი;
• შედეგზე ორიენტირებულობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
• პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
• დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი; 
 


პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
• უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
• საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint)  ცოდნა
• უცხო ენების ცოდნა (ინგლისური; რუსული)


 
რას გთავაზობთ ჩვენ:
ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე  ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
• მოქნილი გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 13:00 საათიდან 21:00მდე
• დასვენების დღე: შაბათი - კვირა
• ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი
• დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა;
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• სპეციალური ფასდაკლებები;


https://www.oktopus.ge/

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!